Vე, V ვ და IVე კლასების მიერ შექმნილი პრეზენტაციები პროექტის ფარგლებში ,,ჩვენ წიგნი გვაერთიანებს 💕 "
☝ გადადით ლინკზე 💓💓💓
წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების
რეფლექსია
კლასი: Vე და Vვ
პედაგოგი: ირმა პაპუაშვილი
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
ვიქტორინა
2019-20 სასწავლო წელს მეხუთე კლასებში ჩავატარეთ
,,ლიტერატურული ვიქტორინა“, სემესტრის განმავლობაში
შესწავლილ ნაწარმოებებზე. ვიქტორინის ჩატარების მიზანი იყო:
·
მოსწავლეებში
სწავლის ხარისხის შემოწმება;
·
ტექსტის სიღრმისეული ცოდნის
გამოვლენა;
·
მხატვრულ
ტექსტში მოცემული ამბის გააზრება/შეფასების უნარის ფლობა;
·
პერსონაჟთა
ქცევის გააზრების, პრობლემის შეფასებისა და სათანადო დასკვნების გამოტანის უნარის ფლობა;
·
ინდივიდუალური
და ჯგუფური საკომუნიკაციო უნარების, ასევე თვითგამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარება;
·
პრობლემის
გადაჭრის საკუთარი გზის დასახელება და ამ არჩევანის მარტივად დასაბუთება;
·
კონკრეტულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით და/ან სხვადასხვა ინფორმაციის
ერთმანეთთან დაკავშირების საფუძველზე
ლოგიკური დასკვნების გამოტანას;
·
ინფორმაციის
საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება;
·
საკუთარი
შეხედულების / შეფასების დასაბუთება;
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართული ენა და ლიტერატურა
ქართ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება;
მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).
ქართ.დაწყ.(II.)6. მოსწავლემ
უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა, გაგება და გაანალიზება
არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების/დეტალების გათვალისწინებით.
აქტიურად და ხალისით ჩაერთვნენ მოსწავლეები ვიქტორინაში. თვალნათლივ გამოჩნდა
ყველა მოსწავლის ძლიერი თუ სუსტი მხარე, რამაც კიდევ ერთხელ დააფიქრა მოსწავლეები სწავლის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.
გამოვავლინეთ ღირსეული გამარჯვებული გუნდი და გადავეცით სიგელები ვიქტორინის მონაწილეებს.
პროექტი: ,,ჩვენ წიგნი გვაერთიანებს“
დისტანციურად
სწავლების დროს მეხუთე კლასებში განვახორციელეთ პროექტი ,,ჩვენ წიგნი გვაერთიანებს“.
პროექტი
მიზნად ისახავდა:
·
სწავლის
ხარისხის ამაღლებას და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას;
·
წაკითხულ
მხატვრულ
ტექსტში ასახული
განწყობის იდენტიფიცირებას, ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების, მიღებული შთაბეჭდილების გადმოცემას (მაგ., ე.წ. ემოციური
კომენტარების მეშვეობით);
·
მხატვრულ
ტექსტში მოცემული ამბის გააზრებას/შეფასების უნარის ფლობას;
·
პერსონაჟთა
ქცევის გააზრებას, პრობლემის შეფასებას და სათანადო დასკვნების გამოტანას;
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან:
ქართული ენა და ლიტერატურა
ქართ.დაწყ.(II).7. მოსწავლემ
უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტების
ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა და შეფასება; ტექსტების მიმართ
პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; კითხვით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა.
ქართ.დაწყ.(II).9.
მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება მიზნის
შესაბამისად.
გამჭოლი კომპეტენციები
1. სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმებისდაცვა და ისტ-ის პასუხისმგებლობით გამოყენება - ციფრული მოქალაქეობა
ციფრული წიგნიერება
1.1. შეიცნობს ინტელექტუალურ საკუთრებას;
1.2. იცავს პერსონალურ მონაცემებს და უსაფრთხოდ იყენებს ციფრულ ინფორმაციას;
1.3. აცნობიერებს ისტ-ის გავლენას საზოგადოებაზე;
მხატვრული ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები
აკეთებდნენ პრეზენტაციებს, იღებდნენ ლიტერატურულ გამოცდილებას. გამოჰქონდათ
უშუალო დასკვნები, ამოიცნობდნენ ძირითად საკითხებს. ახდენდნენ აზრებისა და ინფორმაციის
ინტერპრეტაციას საკუთარ ცოდნასთან ინტეგრირების საფუძველზე; ახდენდნენ შინაარსის რეალიზებას და წაკითხულის შემდეგ გამთლიანებას/ რეფლექსიას.
იღებდნენ წიგნის კითხვით განცდილ სიამოვნებას და თანატოლებსაც უზიარებდნენ საკუთარ
გამოცდილებას.
აღნიშნულმა პროექტმა
გაზარდა მოსწავლეებში წიგნის კითხვის მოტივაცია და გაიზარდა მათი ინტერესი წიგნის მიმართ.
ასევე აღსანიშნავია, რომ მშობლები აქტიურად
იყვნენ ჩართულები პროექტში და დისტანციური სწავლების დროს დიდ დახმარებას გვიწევდნენ. პროექტის მიმდინარეობისას
მონაწილე ყველა მოსწავლეს და მშობლებს წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით გადაეცათ
სერტიფიკატები. პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ IV ე კლასის მოწავლეებიც.
მოსწავლეთა ნამუშევრები იტვირთებოდა ფეისბუქის
ჯგუფში ,,ჩვენ წიგნი გვაერთიანებს“
და ასევე შეგიძლიათ
ნახოთ ჩემს ბლოგზე: ,,ირმა პაპუაშვილის ბლოგი“ ინტერნეტ მისამართზე:
იმედი მაქვს, რომ ზაფხულსაც ასევე ნაყოფიერად გაატარებენ და გაგვიზიარებენ
წაკითხული ლიტერატურით მიღებულ სიამოვნებას.
No comments:
Post a Comment