ბლოგის გვერდები

გარე დაკვირვება


გაკვეთილის გეგმა

საგანი: ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი საფეხური, IV კლასი
მასწავლებელი: ირმა პაპუაშვილი
პირადი ნომერი: 45001000338
მოსწავლეთა რაოდენობა: 27 მოსწავლე (სსსმ მოსწავლე კლასში არ ირიცხება)
თემა: ,,ოქროსტარიანი ცული“ ქართული ხალხური ზღაპარი
მიზანი:  მოსწავლეებმა უნდა მოისმინონ  ქართული ხალხური ზღაპარი  ,,ოქროსტარიანი ცული“.  შეძლონ  ტექსტში მთავარი და არამთავარი ინფორმაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა  და სიუჟეტის  განვითარების ეტაპებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს, დასასრულს) გამოყოფა.
გაკვეთილის ამოცანები/სწავლის შედეგები (ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები):
  • ყურადღების კონცენტრირების უნარი;
  • გამართულად (გაბმულად, სწრაფად, უშეცდომოდ, ინტონაციით) კითხვის უნარი; 
  • მოსმენისა და მეტყველების უნარები;
  • სოციალური, თანამშრომლობითი და ინტერპერსონალური უნარები;
  • თვითშეფასების უნარი
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

გაკვეთილი დაგეგმილია ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული ენისა და ლიტერატურის  I-IV კლასის სტანდარტის მიხედვით და ასახავს IV კლასის სტანდარტით განსაზღვრულ მიმართულებებს.
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულებების გამოხატვა ტექსტის, თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექტსების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის ურთიერთდაკავშირება.
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
გაკვეთილის მიზნის ფორმულირებისას გავითვალისწინე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მოთხოვნები. შევარჩიე მიზნის შესაბამისი მეთოდები და აქტივობები. შესასწავლი მასალა აღებულია  სასკოლო სახელმძღვანელოდან. წარმოდგენილი  გაკვეთილის თემა სრულად შეესაბამება თემატურ-კალენდარულ გეგმას და  მასზე მუშაობა სწორედ მოცემული პერიოდისთვის უწევთ მოსწავლეებს. ეს თემა დაეხმარება მოსწავლეებს გაწაფული კითხვის ჩვევის დაუფლებაში, მოსმენილი ინფორმაციის გაგება-გააზრების, საკუთარი თვალსაზრისის ახნისა და მართლმეტყველების ჩვევევის დაუფლებაში.



N
Ø  აქტივობის აღწერა
მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
1.
აქტ. 1 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
აქტივობის მიზანი:  კლასის მომზადება გაკვეთილისთვის

აქტივობის აღწერა: გაკვეთილის დასაწყისში მოვახდენ მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვას და შევახსენებ ქცევის წესებს.




ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით
საერთო საკლასო
ქცევის წესები - რაც დამეხმარება გაკვეთილის უკეთ წარმართვაში.
2 წთ.


2.
აქტ.2 ასოციაციური რუკა
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება

    აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გონებრივი იერიშით  ვიწყებთ ასოციაციის რუკის შევსებას. სქემის შუაში ვწერ  სიტყვას ,,ზღაპარი“ მოსწავლეები ასახელებენ ყველაფერს რაც კი ახსენდებათ ზღაპრის შესახებ,  ყველა პასუხს ვაფიქსირებ სქემაზე.

(იხილეთ დანართი 4)

ასოციაციური რუკის შევსება
მთელი კლასი

ფლიპჩარტი, სადაც მოთავსებულია ასოციაციური რუკა.
მოცემული რესურსი ვიზუალურ აღქმას შეუწყობს ხელს.

5 წთ.
3.
აქტ. 3 იდუმალი ყუთი
მიზანი: ინტერესის გაღვივება, მოტივაციის აღძვრა.

 აქტივობის აღწერა: იდუმალ ყუთში ვდებ ცულს. ჩხირების საშუალებით ვიძახებ მოსწავლეს, რომელიც  ფორმის, ზომის, ფერისა და დანიშნულების მინიშნებით ცდილობს ამოაცნობინოს მოსწავლეებს იდუმალ ყუთში ჩადებული ნივთი. ამოცნობის შემდეგ ვაცნობ გაკვეთილის თემას,მიზანს, აქტივობებსა და შეფასების რუბრიკებს.


იდუმალი ყუთი
მთელი კლასი
ყუთი, ცული - მოცემული რესურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინტერესის გამოწვევას და ამოცნობის უნარის განვითარებას.
კედელზე გამოკრული ფლიპჩარტი, სადაც დაწერილია  გაკვეთილის მიზანი და თემა;
ვიზუალური მანიშნებლები ხელს შეუწყობს კლასის მობილიზებას გაკვეთილისათვის.
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა (დანართი -1 ).
 მოსწავლეებს წინასწარ ეცოდინებათ როგორ შეფასდება მათი მუშაობა გაკვეთილზე, რაც  სავარაუდოდ აღძრავს ინტერესს გაკვეთილის მიმართ.




5 წთ.
4




აქტ.4 ლექსიკურ ერთეულზე მუშაობა.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ  გაუგებარი სიტყვების შესწავლა და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

 აქტივობის აღწერა:  დაფაზე ვამაგრებ ფლიპჩარტზე მოცემულ სქემას „სიტყვების გამომძიებელი“.
სქემის პირველ სვეტში  ჩამოწერილი მაქვს მოსწავლეებისათვის უცნობი სიტყვები ტექსტიდან და ვთხოვ  მათ განმარტონ საკუთარი მოსაზრებით. მესამე სვეტში კი  ვწერ სიტყვების განმარტებას ლექსიკონის მიხედვით. მოსწავლეები ადარებენ სიტყვათა განმარტებებს და იმახსოვრებენ მათ სწორ მნიშვნელობებს.

სიტყვის კედელი
მთელი კლასი
სიტყვის კედელი, ფორმატი.  
მოცემული რესურსი დაეხამრება მოსწავლეს ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და წაკითხული ტექტის შინაარსის გაუგებრობის პრევენციისათვის. ვიზუალიზაცია ხელს შეუწყობს ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვას.

„გამოსაძახებელი ჩხირები“
მოცემული რესურსით მოხდება სამართლიანობის პრინციპის დაცვით მოსწავლეთა გამოძახება.
3 წთ.









5.
აქტ. 5.  ახალ მასალაზე მუშაობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები წაკითხვენ და ამავე დროს გაეცნობიან ტექსტის შინაარსს.

აქტივობის აღწერა: ელექტრონული წიგნის ჩვენებით და მისი დახმარებით წავიკითხავთ ახალ გაკვეთილს ,,ოქროსტარიანი ცული“

ვიდეო რგოლი
ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით


მთელი კლასი
პროექტორი, კომპიუტერი, ვიდეო რგოლი
მოცემული რესურსი შერჩეულია თემის ირგვლივ, ინტერესის აღძვრის მიზნით და ეხმარება ინფორმაციის გაცნობაში.

10წთ.





6.





აქტ.6  სქემაზე მუშაობა
მიზანი: ტექტში მთავარი და არამთავარი ინფორმაციის გამიჯვნა. ცალკეულ მონაკვეთებში არსებით ინფორმაციის ამოცნობა.

აქტივობის აღწერა:  ჯგუფებს ვუნაწილებ ტექსტის დანაწევრებულ ნაწილებს და ეძლევათ დავალება შეავსონ სქემა ,,თავიდან - მერე - ბოლოში”
(დანართი 3) 





ჯგუფური მუშაობა / სქემის შევსება:
„თავიდან  -  მერე  - ბოლოში“
ჯგუფური (იმუშავებენ  სამი -  5კაციანი  და ორი - 6 კაციანი ჯგუფები)
ფორმატი, მოვლენათა ჯაჭვის სქემა, მარკერი.

მოცემული რესურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში აღქმის უნარის განვითარებას და თვალსაჩინოს გახდის მასში შეტანილ ინფორმაციას, მოსწავლეებს დაეხამრება ამ ინფორმაციის გააზრებასა და საბოლოო მიზნის მიღწევაში.
      






5წთ.
7.
აქტ.7  პრეზენტაცია
მიზანი: ჯგუფის ნამუშევრის კლასის წინაშე წარდგენის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევის

 აქტივობის აღწერა: ჯგუფის ლიდერები კლასის წინაშე წარადგენენ მათ მიერ შესრულებულ ნამუშევარს. საბოლოოდ კი ყველა ერთად ავსებს სქემას.


პრეზენტაცია
ინდივიდუალური
  ფორმატი, მარკერი.
ვიზუალიზაცია ხელს შეუწყობს ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვას.
5წთ.







8.
აქტ. 8  კითხვები ტექსტის ირგვლივ

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა დონის შეკითხვებზე პასუხის გაცემასა და გადამოწმებას როგორ გაიგეს ახალი მასალა. 
შეჯამება, თვითშეფასება, გასვლის ბარათები.

 აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს ვუჩვენებ  პოსტერს, რომელზეც სხვადასხვა დონის შეკითხვებია მოცემული.
(დანართი 1) 
 

გასასვლელი  ბარათები 
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს პატარა ფურცლებს – „გასასვლელ ბარათებს“ და სთხოვს, უპასუხონ  კითხვებს:
გასასვლელი ბილეთი
1. დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო ...
2. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც, ამ გაკვეთილიდან  დამამახსოვრდა:
3. ამ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში დამეხმარება ...
ბავშვები ბარათებს ტოვებენ მაგიდაზე, რომელიმე მოსწავლე აგროვებს მათ.
გასასვლელი ბარათები იმის გასარკვევად გამომადგება, თუ რა უჭირთ მოსწავლეებს, როგორ წარიმართა ჩვენი გაკვეთილი, მივაღწიე თუ არა მიზანს. მომდევნო გაკვეთილზე აუცილებლად გავაკეთებ  წინა გაკვეთილის მცირე შეჯამებას და ყურადღებას  გავამახვილებ იმ საკითხებზე, რომლებიც მოსწავლეებმა მიუთითეს ბარათებში.

კითხვა-პასუხი



მთელი კლასი
ფლიფჩარტი, დაფა,
ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით შედგენილი შეკითხვები;

ვიზუალიზაცია ხელს შეუწყობს ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვას.

პოსტერზე სხვადასხვა დონის შეკითხვები დალაგებულია პრინციპით მარტივიდან რთულისკენ, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გაიხსენონ ტექსტის შინაარსი, დაადგინონ რა დონის შეკითხვებზე შეუძლიათ პასუხის სწორად გაცემა და რაზეც საჭიროებენ მეტ მუშაობას.
5 წთ.












9.








შეფასება :  განმავითარებელი შეფასება
მიზანი: მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვა და ეფექტური უკუკავშირის მიწოდება.
მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი შეფასებით და მივცემ კონსტრუქციულ უკუკავშირს. გაკვეთილის მსვლელობისას გამოვიყენებ წინასწარ გამზადებულ  ე.წ. ჩექლისტს, რომელშიც გავწერ იმ კრიტერიუმებს, რომელზეც მოვახდენ დაკვირვებას გაკვეთილის მსვლელობისას.

შეფასება
ინდივიდუალური
ჩექლისტი და  მოსანიშნი დაფა, რაც დამეხმარება დეტალურად დავაკვირდე თითოეული მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს და მივცე მათ ეფექტური უკუკავშირი.
5 წთ.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ:

Ø  ამოიცნობს ნაწარმოების თემას, დედააზრს (მთავარ იდეას);
Ø  გამოყოფს ტექსტის მთავარ საკითხს, ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
Ø  ამოიცნობს ტექსტში გამოცემულ მოვლენებს, ფაქტებს, მოქმედებებს შორის არსებულ ქრონოლოგიურ და ლოგიკურ (მიზეზშედეგობრივ, ოპოზიციურ, პირობით, დათმობით და სხვა) კავშირებს;
Ø  გამოყოფს მხატვრულ ტექსტში სიუჟეტის  განვითარების ეტაპებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს, დასასრულს);























                                                        შეფასების ტიპები და მეთოდები

   




                                                                                                                                                                   







                                                                                                                                                      


          

  გასასვლელი ბილეთი
1. დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო ...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც, ამ გაკვეთილიდან  დამამახსოვრდა:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------3. ამ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში დამეხმარება ...
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                                                                                                                                      



                                                                                                                                                              (დანართი 1) 



                                 








(დანართი 2) 

                                                                                                                                                                                    (დანართი 3)                                (დანართი 4)                              (დანართი 5)    


 


                                                 ხელმოწერა:                                            /ი.პაპუაშვილი/
                                                           

                                                     თარიღი: 20:02:2020 წელი




No comments:

Post a Comment

ბლოგის შექმნის მიზანი

ბლოგის შექმნის  მიზანი: ჩემი, როგორც მასწავლებლის, საქმიანობის აღრიცხვა; ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები...