- პროექტის სახელწოდება: კახეთი
- პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: პროექტის მთავარი იდეაა ბავშვებმა შეძლონ ბლოგის გახსნა ამ პროექტის შესახებ, გააკეთონ ვებ გალერეა, სადაც განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევრები და აღნიშნულ თემაზე მოეწყობა კომფერენცია.
- პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი მოსწავლეებს მისცემს საშუალებას გაეცნონ კახეთის ისტორიულ - გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებრივი რესურსების, ღირშესანიშნაობების, ისტორიულ - ეთნოგრაფიული ძეგლების აღწერის შესაძლებლობას, მოეწყობა ექსკურსიები, სადაც გაეცნობიან ადგილობრივ მოსახლეობას და შეძლებენ მათთან გასაუბრებას და ლეგენდების თუ თქმულებების შეგროვებას. ყოველივე ეს დაეხმარება მოსწავლეებს მიღებული ცოდნის რეალიზებაში.
- პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია უკეთ გაეცნონ ბავშვები საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხის კახეთის გეორაფიულ მდებარეობას, ბუნებრივ რესურსებს და ღირშესანიშნაობებს.
- მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი.
- ვადები/ხანგრძლიობა: სამი თვე.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან პროექტს, პრეზენტაციას, ვებგვერდს, ბლოგს. მოიძიენებ და გაიღრმავებენ ცოდნას ამ კონკრეტული კუთხის შესახებ. შეძლებენ მოძიებული მასალის განთავსებას ბლოგზე და წარდგენას კონფერენციაზე.
- პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, google-ის საძიებო სისტემა, ენციკლოპედია, სატრანსპორტო მომსახურეობა, კვება.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასში გონებრივი იერიშის საშუალებით ჩამოითვლება მოსწავლეთათვის საინტერესო და აქტუალური თემები, რომელთაგან შეირჩევა პროექტის განხორციელებისათვის უფრო მოხერხებული და მრავალფეროვანი თემა. სწორედ ამ აქტივობის განხორციელების შედეგად მოსწავლეებთან ერთად შევარჩიეთ თემა ,,კახეთი". კლასი დავყავით ხუთ ჯგუფად, რომელშიც გაერთიანდნენ ხუთ-ხუთი მოსწავლე. ბავშვებმა გაინაწილეს თემები: ერთი ჯგუფი მუშაობს ყვარლის რაიონის შესახებ პრეზენტაციისთვის ინფორმაციის მოძიებაძე, მეორე ჯგუფი თელავის რაიონზე მოიძიებს ინფორმაციებს, მესამე სიღნაღის რაიონზე, მეოთხე საგარეჯოს რაიონზე, მეხუთე გურჯაანის რაიონზე. მოეწყობა ექსკურსიები, სადაც ბავშვები ადგილობრივი მოსახლეობისაგანაც შეაგროვებს და მოიძიებს ძველ თქმულებებსა და ლეგენდებს. გადაიღებენ სურათებსა და ვიდეოებს თითოეული რეგიონის ღირშესანიშნაოებსა და ისტორიულ ძეგლებთან. შექმნიან პატარ-პატარა ჩანახატებს, სადაც გადმოსცემენ შთაბეჭდილებებს ასევე გააკეთებენ ნახატებს, რასაც გამოიყენებენ პრეზენტაციასა და კონფერენციაზე წარსადგენად. შექმნიან ბლოგს და ვებ გვერდს. ყოველივე ამის შედეგად ბავშვები გახდებიან აქტიურები და მიზანდასახულები.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, ხატვა, : გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)
- პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): ირმა პაპუაშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: papuashviliirma27@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:papuasvil.blogspot.com
ბლოგის გვერდები
- ჩემ შესახებ
- N 152 საჯარო სკოლის I ბ კლასი
- ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
- N 108 საჯარო სკოლის IV ე კლასი
- N 152 საჯარო სკოლის IV კლასი
- ვიქტორინა
- გარე დაკვირვება
- N 108 საჯარო სკოლის III კლასი
- IV ე კლაის ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში
- N 152 საჯარო სკოლის III კლასი
- პროექტი ,,ჩემი დედასაქართველო"
- რესურსები
- სამოდელო გაკვეთილი
- ექსკურსია ექსპერიმენტარიუმში
- ბლოგის შექმნის მიზანი
- N 108 საჯარო სკოლის V ე და V ვ კლასი
- სასარგებლო ბმულები
- სასკოლო პროექტი ,,ნუ შეაჩერებ სამყაროს სუნთქვას"
- პროექტი ,,დედამიწა და გარესამყარო"
- ჩემი კლასი
- ლიტერატურული საკლასო კლუბი ,,ნორჩი მწიგნობრები"
- პროექტის გეგმა
- ფოტო არქივი
- ლიტერატურული საკლასო კლუბი ,,მომავლის მწიგნობრები"
- ვიდეოები
- გალერეა
- გალერეა
პროექტის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
ბლოგის შექმნის მიზანი
ბლოგის შექმნის მიზანი: ჩემი, როგორც მასწავლებლის, საქმიანობის აღრიცხვა; ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები...
-
http://mastsavlebeli.ge/?p=14235
-
ბლოგის შექმნის მიზანი: ჩემი, როგორც მასწავლებლის, საქმიანობის აღრიცხვა; ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები...
-
http://www.ict.tpdc.ge/video/112
No comments:
Post a Comment